გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს შრომის სამინისტროს ინიციატივას შრომის ინსპექციის სამსახურის დახმარებით მოიკვლიოს ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების შრომისა და სახელფასო უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად უწყებებისგან დაგვიანებული რეაგირებისა, მივესალმებით ამ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შედეგად სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება. COVID-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა მედმუშაკების (განსაკუთრებით ექთნებისა და სანიტრების) ისედაც მძიმე შრომითი პირობები. […]