სტატიების კონკურსი

🔶სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს კონკურს სტატიების მიღებაზე.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს “სოციალური მუშაობა და ფემინიზმი”, რომლის მიზანია ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით.

მოცემული პროექტის ფარგლებში ვეძებთ სტატიის ავტორებს, რომლებმაც უნდა დაწერონ სტატია ფემინისტური დღის წესრიგში სოციალური მუშაობის, როგორც ფემინისტური პროფესიის როლის მნიშვნელობაზე.

🔶 სტატიის თემებია:

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა ფემინისტური სოციალური მუშაობის პერსპექტივიდან;
  • ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განხილვა ფემინისტური სოციალური მუშაობის ჭრილში;
  • სოციალური მუშაკების გამოცდილება სექსიზმთან და ინტერსექციულ ჩაგვრასთან დაკავშირებით;
  • შესაძლებელია ავტორმა თავად შემოგვთავაზოს თემა, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული სოციალური მუშაობის პროფესიის ფემინისტური ხაზის გაძლიერებასთან;

სტატიების შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ სტატიებს, სადაც მოცემული იქნება შემთხვევის ანალიზი (შესწავლა)

🔶 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და სტატია გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე swunion1@gmail.com. კითხვების შემთხვევაშიც მოგვმართეთ ამავე ელექტრონულ ფოსტაზე.

🔶 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 აპრილი.

🔶 ანაზღაურება ჯამურად შეადგენს 400 ლარს, რომელიც მოიცავს სახელმწიფო გადასახადებს (საშემოსავლოს, დასაქმებულისა და დამსაქმებლის საპენსიო შენატანს)

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი

One Response

  1. ნანა says:

    ვფიქრობ ძალიან კარგი შესაძლებლობაა , თქვენი აქტივობები ყოველთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ჩემთვის . დიდი მადლობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *