სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს-„ სოციალური მუშაობა და ფემინიზმი“, რომლის მიზანია ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით.
მოცემული პროექტის ფარგლებში 2022 წლის 16 და 17 მაისს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება სოციალური მუშაობის ფემინისტური მხარით დაინტერესებულ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს გიწვევთ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის მიზანია, შერჩეულ სოციალურ მუშაკებში გააღვივოს ინტერესი სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივების შესახებ. გააცნოს მონაწილეებს ფემინიზმის ტალღები და ფემინისტური თეორიების ზოგადი ჩარჩო; ტრენინგი გარდა თეორიული ნაწილისა მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. კონკრეტულ დილემურ შემთხვევებზე მსჯელობას – როგორ თავსდება ერთმანეთთან ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროფესია და ფემინისტური ღირებულებები, იმ საზოგადოებაში სადაც ოჯახები ხშირად ადამიანის მარგინალიზაციისა და ჩაგვრის მთავარი ადგილია.
ტრენინგი 16 და 17 მაისს ჩატარდება ონლაინ გარემოში, ხოლო შემაჯამებელი სესია ჩატარდება მაისის ბოლოს ფიზიკურ გარემოში.
ტრენინგს გაუძღვება სოციალური მუშაკი და გენდერის მკლვევარი ქეთი ხუციშვილი.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSckhjFTVKCMO3Eo8pv5ov77p6BRBSlNgp6KdQnONhnVUJCu1g/viewform
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: swunion1@gmail.com
პროექტი „სოციალური მუშაობა და ფემინიზმი” ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
No Responses