სოციალურ მუშაკთა გაერთიანება დაფუძნდა 2019 წლის 8 აპრილს 61 სოციალური მუშაკის მიერ. მას შემდეგ რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების მასშტაბური და უპეცენდენტო გაფიცვა დასრულდა. დღეს 100-ზე მეტი წევრი გვყავს როგორც საჯარო სამსახურის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი სოციალური მუშაკები და სტუდენტები.
რას ვაკეთებთ:
- ჩვენი პროფესიული კავშირი თავის წევრებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას, პროფესიულ სუპერვიზიას, მხარდაჭერას ოჯახური ან სამსახურეობრივი სირთულეების დროს;
- მონიტორინგს ვუწევთ „საქართველოს კანონის სოციალური მუშაობის შესახებ“ სამოქმედო გეგმის შესრულებას;
- ვზრუნავთ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის პოპულარიზაციაზე;
- ვხვდებით სტუდენტებსა და აბიტურიებტებს;
- ვთანამშრომლობთ მედიასაშუალებებთან, რათა სწორად გააშუქონ სოციალური მუშაობის მისია, მანდატი და არ დაუშვან ხშირად გავრცელებული შეცდომა, რითაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ, რაც ზრდის სოციალური მუშაკების მიმართ აგრესიას;
- სოციალური მუშაკების შრომითი უფლებების ადვოკატირებას ვეწევით დამსაქმებლებთან, „ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტითან“, „ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან“ და სხვა.
ვის შეუძლია გაწევრიანება?
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს მაინც, შეგიძლიათ გახდეთ სოცმუშაკთა როფკავშირის წევრი
- დასაქმებული ხართ სოციალურ მუშაკად
- ხართ სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი
- გაქვთ აკადემიური ხარისხი სოციალურ მუშაობაში
- გაქვთ სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება