სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აგრძელებს შეხვედრებს თემაზე სოციალური მუშაკების შრომის უფლებები და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები საქართველოში.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფკავშირის წევრ, ისე არაწევრ სოციალურ მუშაკებს და მათ, ვინც დაინტერესებულია სოციალური მუშაობის შესწავლით და/ან პროფკავშირული საქმიანობით.
შეხვედრების მორიგი სერია ჩატარდება 2020 წლის 16 და 17 ოქტომბერს. ონლაინ პლატფორმა zoom_ის საშუალებით. დასაწყისი 16 ოქტომბერს 18 საათზე. 17 ოქტომბერს 15 საათზე. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი.
ტრენინგს გაუძღვებიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანების დამფუძნებლები მარიამ ბანძავა და ქეთევან ხუციშვილი.
შეხვედრებზე განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- სოციალური მუშაობის შესახებ კანონი და სამოქმედო გეგმა
- საქართველოს შრომის კოდექსი და მასში შეტანილი უახლესი ცვლილებები
- დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები და წარმატებული პრეცენდენტები
- პროფკავშირული საქმიანობა და სოლიდარობის მნიშვნელობა მშრომელთა შორის
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა:
One Response
მოგესალმებით.
ხომ ვერ მეტყვით უახლოეს პერიოდში არის თუ არა დაგეგმილი სოციალური მუშაკებისათვის ტრენინგები