სოციალური მუშაკების უფლებების სკოლა

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება იწყებს სატრენინგო სერიების ახალ ციკლს „სოციალური მუშაკების უფლებების სკოლას“.

შეხვედრების მესამე სერია ჩატარდება ონლაინ 2020 წლის18, 19 და 20 სექტემბერს.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 12.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

🔹 სოციალური მუშაობის სტუდენტებს

🔹 პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს

🔹 ადამიანებს, ვისაც აქვთ სოციალურ მუშაკად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება

🔹 მათ ვინც აპირებს, მომავალში გახდეს სოციალური მუშაკი და დაასაბუთებს მონაწილეობის მოტივაციას.

სოციალურ მუშაკთა უფლებების სკოლა მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების პროფესიული თემის მობილიზაციას, გამოცდილების გაზიარებას, შრომასთან დაკავშირებული იმ სირთულეების იდენტიფიკაციას, რომელთა წინაშე დგანან სოციალური მუშაკები სხვადასხვა დასაქმების ადგილზე – საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პრაქტიკის ადგილებზე. ასევე სოციალური მუშაკების ცოდნით აღჭურვას შრომასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უმნიშვნელოვანიესია სოციალური მუშაკისთვის – როგორც დასაქმებულისა და როგორც შემთხვევის მენეჯერისათვის.

თემები, რომელთაც დავფარავთ სკოლის ფარგლებში

🔹სოციალური მუშაობისა და შრომითი ურთიერთობების ურთიერთმიმართება

🔹 საქართველოში არსებული სამართლებრივი გარემო

🔹 დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები

🔹 საერთაშორისო კონვენციები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

🔹 პროფკავშირული ბრძოლისა და დასაქმებულთა შორის სოლიდარობის მნიშვნელობა

🔹 სექსუალური შევიწროვება სამუშაო ადგილზე

🔹 არასრულწლოვანთა და მოწყვლადი ჯგუფების შრომა

ტრენინგებს გაუძღვებიან „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ წევრები, რომელთაც ამა წლის თებერვალ-მაისში გაიარეს ტრენერთა ტრენინგები შრომის უფლებებისა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმებზე. რომელთაც აქვს პროფკავშირული მუშაობის, კოლექტიური დავის, გაფიცვის ორგანიზების გამოცდილება და ამავდროულად დასაქმებული არიან სოციალურ მუშაკებად.

სკოლის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.✍

პროექტი დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ.

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა 👇 

https://forms.gle/JPcK8ta7bRubLJhf6

One Response

  1. Თამარ ჯანგიანი says:

    Მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო სოციალური მუშაკების უფლებების სკოლაში, ვარ განათლების სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკი, ბავშვთა დაცვის სფეროში მაქვს ექვსწლიანი პრაქტიკა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *