სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ, ექსპერტიზ ფრანსის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შეიქმნა სახელმძღვანელო სოციალური მუშაობის შესახებ.
სახელმძღვანელოს მიზანია, შექმნას სატრენინგო მასალების ბაზა, რომელიც მოიცავს სოციალური მუშაობის ისტორიულ მიმოხილვას, სოციალური მუშაობის განვითარების გზას საქართველოში, პროფესიის ეთიკასა და ღირებულებებს, დასაქმების შესაძლებლობებსა და საქმიანობის სპეციფიკას სხვადასხვა დასაქმების ადგილის მიხედვით. ასევე, სახელმძღვანელოს მიზანს წარმოადგენს პრაქტიკული, რეალური შემთხვევებისა და შემთხვევაზე მუშაობის სპეციფიკის განხილვით, აუდიტორიას აღუძრას პროფესიის შესწავლისა და დაუფლების ინტერესი.
სახელმძღვანელოს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ აბიტურიენტები, მშობლები, დამრიგებლები, რესურსცენტრების წარმომადგენლები, ასევე, პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადამიანის დამხმარე პროფესიის შესწავლით.
სახელმძღვანელოს მეშვეობით აუდიტორია მიიღებს ინფორმაციას სოციალური მუშაობის ისტორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ, როგორც ქვეყნის განვითარების, ისე ინდივიდების ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით;
მსმენელი (მკითხველი) მიიღებს ინფორმაციას სოციალური მუშაობის პროფესიული კომპეტენციების დაუფლების შესაძლებლობების შესახებ;
მსმენელი (მკითხველი) მიიღებს ინფორმაციას სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობებისა და სოციალური მუშაკების განსხვავებული სამუშაო პრაქტიკის შესახებ, სამსახურების მიხედვით;
მსმენელი (მკითხველი) მიიღებს ინფორმაციას სოციალური მუშაობის აქტივისტური მხარისა და მნიშვნელობის შესახებ.
სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ექსპერტიზ ფრანსი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს
ევროკავშირის შეხედულებებს.
2 Responses
გთხოვთ გამიზაროთ აახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია
მარიამ, ლინკს (სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე) როგორც კი დააწვებით, ეგრევე გადაგიყვანთ სახელმძღვანელოზე.