მშრომელთა მოძრაობების თანაკვეთების მიმოხილვა, სოციალური მუშაკების, როგორც მშრომელების პერსპექტივის აღწერა და მათი როლის მიმოხილვა პროფკავშირული საქმიანობისა და შრომითი უფლებების ადვოკატირების პროცესში.
ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“
ავტორი: მარიამ ბანძავა
იხილეთ ნაშრომის ელეტრონული ვერსია
ანტი-ოპრესიული სოციალური მუშაობა
ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“
ავტორი: ნინო რეხვიაშვილი
იხილეთ ნაშრომის ელექტრონული ვერსია
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების უპირატესობები სოციალური სერვისების შეთავაზების პროცესში
ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“
რუსუდან მელიქიძე
იხილეთ ნაშრომის ელექტრონული ვერსია
„სოციალური მუშაკების ჩართვა კანონთშემოქმედების პროცესში“
ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“
ავტორები: მარიამ აბულაძე, მარიამ გონაშვილი
იხილეთ ნაშრომის ელექტრონული ვერსია
ფიზიკური უსაფრთხოების გზამკვლევი
სოციალური მუშაკთა გაერთიანების (SWU) ერთ-ერთ მთავარი პრინციპია სოციალური მუშაობისა და სოციალური მუშაკების პრაქტიკის ხელშეწყობა, განვითარება და დაცვა. ამ პრინციპის შესაბამისად სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ქმნის სხვადასხვა პროფესიულ სტანდარტებს და გაიდლაინებს ხარისხიანი სოციალური მუშაობის პრაქტიკის მხარდასაჭერად, რა დროსაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სოციალური მუშაკის კეთილდღეობის დონეც.
იხილეთ გზამკვლევის ელექტრონული ვერსია
ციფრული უსაფრთხოების გზამკვლევი
ციფრული უსაფრთხოება, იგივე ინფორმაციული ტექნოლოგიების, ან ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოება, ეს არის კომპიუტერების,
სერვერების, ციფრული მოწყობილობების, ელექტრონული სისტემების, ქსელების და მონაცემების მავნე თავდასხმებისგან დაცვის პრაქტიკა.
მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული ციფრულ გარემოში.
იხილეთ გზამკვლევის ელექტრონული ვერსია
ეროვნული და საერთაშორისო ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები
დისკრიმინაცია ეს არის ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი კუთვნილების გამო.
„საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.“ დისკრიმინაციის აკრძალვა გარანტირებულია ქვეყნის უმაღლესი კანონით საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“
იხილეთ გზამკვლევის ელექტრონული ვერსია
სახელმძღვანელო სოციალური მუშაობის შესახებ
- აუდიტორია მიიღებს ინფორმაციას სოციალური მუშაობის ისტორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ, როგორც ქვეყნის განვითარების, ისე ინდივიდების
ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით; - მსმენელი (მკითხველი) მიიღებს ინფორმაციას სოციალური მუშაობის პროფესიული კომპეტენციების დაუფლების შესაძლებლობების შესახებ;
- მსმენელი (მკითხველი) მიიღებს ინფორმაციას სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობებისს და სოციალური მუშაკების განსხვავებული სამუშაო პრაქტიკის შესახებ, სამსახურების მიხედვით;
- მსმენელი (მკითხველი) მიიღებს ინფორმაციას სოციალური მუშაობისაქტივისტური მხარისა და მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
შრომის ინსპექციის მიერ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ინსპექტირების ანალიზი
2022 წლის 29 ნოემბერს პროფესიულმა კავშირმა ა(ა)იპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ N588040 საჩივრით მიმართა სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურს (შემდგომში ინსპექცია, ინსპექციის სამსახური, შრომის ინსპექცია), რომლითაც მოთხოვნილ იქნა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში (შემდგომში სააგენტო) ინსპექტირების განხორციელება როგორც შრომითი უფლებების, ასევე შრომის
უსაფრთხოების მიმართულებით
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
პროფესიული გადაწვის პრევენცია სოციალური სამუშაოში
სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკები ხშირად აწყდებიან ადამიანის სისასტიკის სხვადასხვა ასპექტებს, როგორიცაა ბავშვთა მიმართ ძალადობა, უგულებელყოფა, ქალთა მიმართ ძალადობა და ა.შ., რაც საკმაოდ დიდი დოზით
თანაგრძნობასა და ზრუნვას მოითხოვს. გარდა ამისა, ვინაიდან სოციალურ მუშაკებს უწევთ ისეთი სამუშაო შეასრულონ, სადაც საქმის დატვირთვა საგრძნობლად აჭარბებს სამუშაო დროს და უმეტესად საველე საქმიანობას მოიცავს, ადამიანები ვისთანაც
მუშაობენ კი ხშირ შემთხვევაში ქრონიკული ძალადობის მსხვერპლნი არიან, შესაბამისად სამუშაო დასაქმებულისგან მუდმივ ემოციურ დონეზე ჩართულობას, სხვებზე ზრუნვასა და დახმარებას მოითხოვს.
კვლევები ცხადყოფს, რომ სწორედ ამგვარი პროფესიის წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობის სფერო უკავშირდება სხვების მუდმივ დახმარებას სხვათა პრობლემებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების მოგვარებაში, სხვადასხვა ტიპის მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობას და ა.შ. პროფესიული გადაწვის ერთ-ერთ სერიოზულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა- მეურვეობის სოციალური მუშაკების საქმეთა შესრულების ხარისხი და პროფესიული გადაწვა
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შეფასდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული გადაწვა სამი განზომილების მიხედვით (ემოციური გადაღლა, პიროვნული მიღწევებით უკმაყოფილება და დეპერსონალიზაცია).
კვლევის შედეგებმა გვიჩვენა:
● საქართველოში მომუშავე მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკთა თითქმის 46% ემოციურად ძალიან ძლიერად არის გადაღლილი, მათგან 21% ემოციური გადაღლის მაჩვენებელი უაღრესად მაღალია.
● ემოციურ გადაღლას განაპირობებენ შემდეგი ფაქტორები: კვირის განმავლობაში სამუშაოსა და დასვენების შეთავსების სირთულეები; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, სოციალურ მუშაკთა ახალგაზრდა ასაკი, ფიზიკური უსაფრთხოების დაუცველობის განცდა და არაკომფორტული სამუშაო გარემო. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ყველაზე მეტად გამოირჩევა სოციალურ მუშაკთა დაბალი ასაკი და დასაქმებულთა მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. კერძოდ, მაღალი დატვირთვის პირობებში, რაც მეტად უწევთ სოციალურ მუშაკებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და რაც უფრო დაბალია სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ასაკი, მით მეტადაა გამოხატული მათი ემოციური გადაღლის
მაჩვენებელი.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულება (2022 წელი)
მესამე ალტერნატიული ანგარიში
წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში.
მონიტორინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები სრულად შესრულებული მაინც არ არის. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 12 ღონისძიების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია: სრულად შესრულდა – 6 ღონისძიება; ნაწილობრივ შესრულდა – 5 ღონისძიება ; არ შესრულდა – 1 ღონისძიება ; სტატუსი ვერ/არ მიენიჭა – 0 ღონისძიებას.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება (2021 წელი)
მეორე ალტერნატიული ანგარიში
წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება (2020 წელი)
პირველი ალტერნატიული ანგარიში
წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსი
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მიუსაფარ ბავშვებში
სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ შექმნა ბროშურა მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის, რომელიც ეხება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს მიუსაფარ ბავშვებში.
ბროშურა მომზადებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მხარდაჭერილი პროექტის „მიუსაფარ ბავშვთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე“ ფარგლებში,
იხილეთ ბროშურის ელექტრონული ვერსია
სოციალური მუშაკები კანონს მიღმა
არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკების შრომის პირობებისა და უფლებების მონიტორინგის ანგარიში
ანგარიში მომზადდა სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხრიდან მხარდაჭერილი პროექტის „პროფკავშირული საქმიანობის ხელშეწყობა – ინფორმირება შრომით უფლებებსა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმებზე“ ფარგლებში.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
სოციალურ მუშაკთა საჭიროებების მოკვლევა COVID19-ის დროს
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერით, პროექტის “Covid19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ, რომელსაც ახორციელებს ERIM და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT).