გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს სოციალური მუშაკებისთვისაც

2020 წლის 15 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდა გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხა და ვაქცინაციის ჩატარების წესი. აღნიშნული წესი განსაზღვრავს ,ერთი მხრივ, ქრონიკული და სპეციფიკური დაავადებების მქონე პირთა ვაქცინაციას, ხოლო მეორე მხრივ, იმ პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე იმყოფებიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ. დასახელებულ პროფესიის წარმომადგენელთა შორის არ არიან სოციალური მუშაკები, მიუხედავად იმისა რომ სოციალურ მუშაკებს არც პანდემიისას შეუჩერებიათ მუშაობა და დღემდე აგრძელებენ/გააგრძელებენ მოქალაქეების საკეთილდღეოდ მუშაობას.

ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე არიან როგორც სახელმწიფო უწყებებში ისე არასამთავრობო ორგანზიაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკები. მიუხედავად იმისა რომ დამსაქმებელს შესაძლოა ჰქონდეს გამოხატული მზაობა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის ,პირისპირი ინტერაქციის აუცილებლობა ხშირად აუციელებელია სოციალური მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ სოციალურ მუშაკებს უწევთ რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევევბზე, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების პრობლემებზე, ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ბენეფიციარების პრობლემებზე და სხვა. აქვთ პირისპირი კომუნიკაცია ასევე რისკ ჯგუფებთან და იმყოფებიან ვირუსით ავადობით მაღალი რისკის ქვეშ. მეორე მხრივ კი თავადაც შესაძლოა წარმოადგენდნენ ვირუსის გავრცელების წყაროს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული გრიპის ვაქცინა ხელმიუწვდომელია იმ მოქალაქისთვის, რომელიც არ არის მიჩნეული რისკ ჯგუფად.

მივმარათავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; დაავადებათა კონტროილისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვს ეროვნულ ცენტრს რისკ ჯგუფების ჩამონათვალში შეიყვანონ სოციალური მუშაკები.

მივმართავთ სოციალური მუშაკების დამსაქმებელ ორგანიზაციებს, შემოუერთდნენ პროფესიული კავშირის მოთხოვნას, გრიპის ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. რათა დაიცვან საკუთარი თანამშრომლების და ბენეფიციარების ჯანმრთელობა.

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *