დაუცველი სოციალური მუშაკი ევრ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლს ხანდაზმულს
📣📣📣 სოციალურ მუშაკთა გაერთიანება იწყებს სატრენინგო სერიების ახალ ციკლს „სოციალური მუშაკების უფლებების სკოლას“.
🕑 პირველი სკოლა ჩატარდება 2020 წლის ივნისში. 19, 20 და 21 ივნისს.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
🔹 სოციალური მუშაობის სტუდენტებს
🔹 პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს
🔹 ადამიანებს, ვისაც აქვთ სოციალურ მუშაკად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება
🔹 მათ ვინც აპირებს, მომავალში გახდეს სოციალური მუშაკი და დაასაბუთებს მონაწილეობის მოტივაციას.
სოციალურ მუშაკთა უფლებების სკოლა მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების პროფესიული თემის მობილიზაციას, გამოცდილების გაზიარებას, შრომასთან დაკავშირებული იმ სირთულეების იდენტიფიკაციას, რომელთა წინაშე დგანან სოციალური მუშაკები სხვადასხვა დასაქმების ადგილზე – საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პრაქტიკის ადგილებზე. ასევე სოციალური მუშაკების ცოდნით აღჭურვას შრომასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უმნიშვნელოვანიესია სოციალური მუშაკისთვის – როგორც დასაქმებულისა და როგორც შემთხვევის მენეჯერისათვის.
თემები, რომელთაც დავფარავთ სკოლის ფარგლებში
🔹სოციალური მუშაობისა და შრომითი ურთიერთობების ურთიერთმიმართება
🔹 საქართველოში არსებული სამართლებრივი გარემო
🔹 დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები
🔹 საერთაშორისო კონვენციები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
🔹 პროფკავშირული ბრძოლისა და დასაქმებულთა შორის სოლიდარობის მნიშვნელობა
🔹 სექსუალური შევიწროვება სამუშაო ადგილზე
🔹 არასრულწლოვანთა და მოწყვლადი ჯგუფების შრომა
ტრენინგებს გაუძღვებიან „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ წევრები, რომელთაც ამა წლის თებერვალ-მაისში გაიარეს ტრენერთა ტრენინგები შრომის უფლებებისა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმებზე. რომელთაც აქვს პროფკავშირული მუშაობის, კოლექტიური დავის, გაფიცვის ორგანიზების გამოცდილება და ამავდროულად დასაქმებული არიან სოციალურ მუშაკებად.
სკოლის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.✍
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ zoom-აპლიკაციის მეშვეობით.
პროექტი დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ.
მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა 👇 განცხადების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 17 ივნისი.
No Responses