Day: June 1, 2020

“სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა შეხვედრების ციკლი თემაზე – შრომის უფლებები და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები. ჯამში ჩატარდა 12 შეხვედრა. შრომის საკითხების ზედმიწევნით ცოდნა ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი სოციალური მუშაკისათვის. პირველი, სოციალური მუშაობა, როგორც მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწვის რისკის მქონე პროფესია, უმნიშვნელოვანესია რეგულირდებოდეს სამართლებრივი დოკუმენტებით და დამსაქმებლები უქმნიდნენ სოციალური მუშაკებს ადეკვატურ სამუშაო პირობებს. […]