როგორ გავხდე სოციალურ მუშაკთა პროფკავშირის წევრი?

💠სოციალურ მუშაკთა გაერთიანება არის სოციალური მუშაკების მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებსა და სტუდენტებს.

💠 ჩვენი პროფკავშირის წევრი შეუძლია გახდეს ადამიანს თუ:
👉სწავლობს სოციალურ მუშაობას და/ან აქვს ხარისხი ამ მიმართულებით.
👉 დასაქმებულია სოციალურ მუშაკად
👉 აქვს სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება

💠 ჩვენი წევრი მნიშვნელოვანია იზიარებდეს თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებს, რომელსაც ეფუძნება როგორც თავად პროფესია ისე პროფესიული კავშირები.

💠 ჩვენ არ განვასხვავებთ ადამიანებს ასაკის, გენდერის, სოციალური კლასის, ორიენტაციისა და სხვა მახსიათებლების მიხედვით. ყველასთვის თანაბრად ვიბრძვით!

💠 პროფესიული კავშირის საწევრო შეადგენს 3 ლარს თვეში. სტუდენტებისთვის არ არის სავალდებულო საწევროს გადახდა.

💠 ფორმის შევსებით თქვენ გამოხატავთ სურვილს შემოუერთდეთ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებას. ჩვენი გამგეობა მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში განიხილავს განცხადების შინაარსს და დაგიკავშირებით 💜გელოდებით ჩვენს რიგებში!

https://forms.gle/NipMXVypf8Cc4XrK6