სოცილაურ მუშაკთა გაერთიანება ეხმაურება სოციალური მუშაკების მიმართ ბოლო პერიოდში გავრცელებულ არასწორ და მათი საქმიანობის მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა ნეო-ნაცისტური ჯგუფების მხრიდან. ვრცელდება სოციალური მუშაკების სახელები, გვარები, ფოტოები და ისინი ხდებიან საზოგადოების აგრესიის სამიზნე.
სოციალური მუშაკები მოხსენიებული არიან, როგორც “ზონდერები”, “ბავშვების გამყიდვლენი” და სხვა. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სოციალური მუშაკები მოქმდებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათ საქმიანობას არეგულირებს არა ერთი სამართლებრივი დოკუმენტი: “საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები”, “კანონი სოციალური მუშაობის შესახებ” და სხვა. სოციალური მუშაკები არ მოქმედებენ თვითნებურად და ერთპიროვნულად არ იღებენ გადაწყვეტილებებს.
აღნიშნული ცრუ და მავნე ინფორმაციის გავრცელება, პირველ რიგში ხელს უშლის სოციალურ მუშაკს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც საფრთხეს უქადის ბენეფიციარების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად დროულ და ეფექტურ რეაგირებას. საფრთხეს უქადის თავად სოციალურ მუშაკებს, რომლებიც შესაძლოა გახდნენ საზოგადოების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი.
მოვუწოდებთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს, გააკეთოს მკაფიო და ცხადი განაცხადები სოციალური მუშაკის საქმიანობის შესახებ და გადადგას მყისიერი ნაბიჯები მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მაღალი რისკისა სოციალური მუშაკების ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად დღემდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა.
მოვუწოდებთ მედიას, გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და ხელი არ შეუწყოს ცრუ, აგრესიის გამომწვევი ინფორმაციის გავრცელებას სოციალური მუშაკების საქმიანობის შესახებ. რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პირველ რიგში პროფესიონალებს, პროფესიას და მოქალაქეებს, რომელთაც სოციალური მუშაკები ემსახურებიან. ჩვენი პროფესიული კავშირი მზადაა თანამშრომლობისთვის, კონსულტაციების გასაწევად და გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მოსაწოდებლად.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად შეისწავლოს სოციალური მუშაკების მიმართ ყველა მუქარის შემცველი განცხადება და მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება.
No Responses